როგორ შევიდეთ Glovo-ს ინსტრუმენტებში
არსებობს სამი ინსტრუმენტი, რომლითაც Glovo-ს პარტნიორებმა უნდა ისარგებლონ. სათითაოდ განვიხილოთ ისინი, რათა გავიგოთ, რა არის მათ შორის სხვაობა და როგორ შეხვიდეთ თითოეულში.
- 1
Manager Portal არის პლატფორმა ბიზნესის მფლობელთათვის, რომელიც ორ ძირითად მიზანს ემსახურება:
Glovo-სთან თანამშრომლობის დასაწყისში თქვენი ობიექტის გამართვა.
თქვენი ბიზნესის ეფექტურობის მართვა და მისი განვითარებისთვის მოქმედებების შესრულება.
ჩვენს სისტემაში თქვენი ობიექტის შექმნისას გამოგიგზავნით ელწერილს, რომელშიც მოცემული იქნება ელფოსტა და დროებითი პაროლი ავტორიზაციისთვის, როგორც მოსაწვევი Manager Portal-ში.

- 2
GoDroid არის Android აპლიკაცია, რომელსაც Glovo-ს პარტნიორები შეკვეთებისა და ყოველდღიური აქტივობების სამართავად იყენებენ.
თუ Glovo-ს Sunmi-ს მოწყობილობით სარგებლობთ, GoDroid აპი მასზე ავტომატურად გამოჩნდება. შესასვლელად უბრალოდ დააწკაპუნეთ ახალ აპზე.
თუ სხვა Android მოწყობილობებს იყენებთ, მიიღებთ ელწერილს, რომელშიც მოცემული იქნება ელფოსტა და დროებითი პაროლი. გადადით ამ ბმულზე, ჩამოტვირთეთ აპი, დააყენეთ ახალი პაროლი და შედით აპში.

- 3
Pelican-იც Android აპლიკაციაა, რომლის ფუნქციები მოიცავს შეკვეთებისა და ყოველდღიური აქტივობების მართვას. თუმცა, ის მხოლოდ Glovo-ს სასურსათო პროდუქტებისა და საცალო გაყიდვის პარტნიორებისთვის არის ხელმისაწვდომი.
რეგისტრაციის პროცესში მიიღებთ ელწერილს, რომელშიც მოცემული იქნება ელფოსტა და დროებითი პაროლი. აპი გამოჩნდება თქვენს Sunmi მოწყობილობაზე. თუმცა, თუ სხვა Android მოწყობილობებს იყენებთ, ჩამოტვირთეთ აპი ამ ბმულზეგადასვლით, დააყენეთ ახალი პაროლი და შედით აპში.

როგორ უზრუნველყოთ მენიუს ხარისხი
პროდუქციის მაღალხარისხიანი ფოტოები საგრძნობლად გაზრდის თქვენი შეკვეთების რაოდენობას — მომხმარებლები სამჯერ უფრო ხშირად უკვეთავენ პროდუქტებს, რომლებსაც მიმზიდველი ფოტოები აქვს.
მენიუს მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიიღეთ შემდეგი ზომები:
თითოეული პროდუქტისთვის ატვირთეთ მაღალი ხარისხის ფოტოები, რაც დაგეხმარებათ, მოიზიდოთ მომხმარებლები.
დაარედაქტირეთ მენიუს თითოეული პროდუქტი, დაამატეთ ან შეცვალეთ მათი აღწერები და ფასები, შეამოწმეთ სისწორე და სხვა დეტალები.
🚨გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ მენიუში თითოეულ პროდუქტს ფოტო აქვს დამატებული. ფოტოს გარეშე ვერ შეძლებთ პროდუქტის რედაქტირებას ან დამატებას.