გაზარდეთ ხილვადობა და წაახალისეთ მომხმარებლები, განათავსონ შეკვეთა.
Manager Portal-ში ჩაშენებული ხელსაწყოთი, რამდენიმე დაწკაპუნებით თავად ირჩევთ, რა სახის პრომოაქციის გატარება გსურთ.
უკვე ხართ პარტნიორი? შედით სისტემაში

მოიზიდეთ მეტი მომხმარებელი გაზრდილი ხილვადობით
პრომოაქციის გაშვებისას თქვენი ბიზნესი Glovo-ს აპლიკაციაში მეტ ხილვადობას ექნება.
ახლა აპლიკაციაში უფრო თვალსაჩინო გახდით და მომხმარებლები უფრო მარტივად შეგამჩნევენ. იყავით სხვა ბიზნესებისგან გამორჩეული!

შედით Manager Portal-ზე და აირჩიეთ, რომელ პროდუქტებზე რომელი პრომოაქციის ტიპის გაშვება გსურთ და რამდენი ხნით.
ასევე თავად ირჩევთ პრომოაქციების დაწყებისა და დასრულების დროს და მის ბიუჯეტს. აი, ასეთი მარტივია!

კარგი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, მომხმარებელმა თქვენი რესტორნიდან შეუკვეთოს.
მაგალითად, თუკი უფასო მიტანას შესთავაზებთ, მომხმარებელი თქვენგან მომავალშიც კარგი შეთავაზებების მიღების მოლოდინი ექნება, სხვა რესტორნებისგან განსხვავებით.

ხელი შეუწყეთ თქვენს ბიზნესს და გაზარდეთ შეკვეთების რაოდენობა
Glovo-ს პარტნიორად გახდომის შემდეგ, შედით Manager Portal-ზე და გადადით ჩანართზე „პრომოაქციები“.
შეარჩიეთ თქვენი მიზნების შესაფერისი პრომოაქციის ტიპი.
აირჩიეთ მონაწილე ობიექტები, ხანგრძლივობა, მომხმარებელთა ტიპი (ახალი ან ყველა მომხმარებელი) და თქვენი ბიუჯეტი.
თქვენი სამიზნე ჯგუფი პრომოაქციას მაშინ იხილავს, როდესაც Glovo-ს აპლიკაციაში თქვენს ობიექტზე გადავლენ. ასევე მის ნახვას შეძლებენ Glovo-ს აპლიკაციის „პრომოაქციების“ განყოფილებაში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ახლომდებარე ბიზნესების მიმდინარე პრომოაქციებისა და ფასდაკლებების ნახვა.
პრომოაქციის დასრულება Manager Portal-ის საშუალებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თქვენი პრომოაქციის აპლიკაციიდან ამოსაშლელად ღილაკზე რამდენიმე დაწკაპუნებაა საჭირო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პრომოაქციები დასრულდება (ავტომატურად), როდესაც გაშვებისას მითითებულ მაქსიმალურ ბიუჯეტს ამოწურავთ.
შეგიძლიათ იხილოთ მრავალი ტიპის პრომოაქცია, რომლებიც Manager Portal-ზეა ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ თქვენი ბიზნესისთვის შესაფერისი პრომოაქცია აირჩიოთ, მაგალითად: პროცენტული ფასდაკლება, უფასო მიტანა, მიტანის ფიქსირებული საკომისიო, ან 2x1 პროდუქტებზე.