გეხმარებათ, უზრუნველყოთ გამორჩეული მომსახურება მომხმარებლებისთვის და ამით სახელიც გაითქვათ!
საუკეთესო შემსრულებლების პროგრამის მიზანია, გამოავლინოს და დააჯილდოოს ისეთი პარტნიორები, რომლებიც სტაბილურად უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, აგრეთვე, დაეხმაროს მათ, ვისაც შესრულების არსებული დონის გასაუმჯობესებლად გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება.

საუკეთესო შემსრულებლები წარმოჩენილი არიან ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებებში, რომლებსაც მომხმარებლები აპლიკაციაში იხილავენ, როგორიცაა კარუსელები და ვიჯეტები.
დაჯილდოებული ობიექტები მიიღებენ სპეციალურ ემბლემას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი ობიექტი ერთ-ერთი საუკეთესოა.ეს გამორჩეული მომსახურების მანიშნებელია, რაც მომხმარებლების თვალში გაზრდის თქვენს ავტორიტეტსა და სანდოობას.
როცა მომხმარებელი ხედავს საუკეთესო შემსრულებლის ემბლემას, მან იცის, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.ეს ზრდის მათ ერთგულებას, რაც პოტენციურად განაპირობებს მეტ შეკვეთას.
საუკეთესო შემსრულებლების პროგრამაში გაწევრიანება მარტივია და რეგისტრაციის პროცესსაც კი არ მოიცავს. ყველა პარტნიორი ფასდება და მიზნის მიღწევისას ავტომატურად ენიჭება შესაბამისი სტატუსი. განაგრძეთ კითხვა და შეიტყვეთ, რის მიხედვით ვაფასებთ საუკეთესო შემსრულებლებს
უკვე ხართ პარტნიორი? გაიარეთ ავტორიზება, რათა შეამოწმოთ საუკეთესო შემსრულებლის სტატუსი.

ეს არის წარმატებით შესრულებული შეკვეთების ოდენობა. ეს რიცხვი არ მოიცავს გაუქმებულ შეკვეთებს. პროგრამაში გაწევრიანებისთვის შეკვეთების მინიმალური რაოდენობაა 20.
ეს ის შეფასებაა, რომელსაც თქვენი მომხმარებლები ხედავენ Glovo-ზე. პროგრამაში გაწევრიანებისთვის მინიმალური შეფასებაა 90%.
ეს იმ გაუქმებული შეკვეთების მაჩვენებელია, რომელთა თავიდან აცილებაც თქვენს ობიექტს შეეძლო. ეს არ მოიცავს იმ გაუქმებებს, რომლებიც გამოწვეულია Glovo-ს ან მომხმარებლის მიზეზით. პროგრამაში გაწევრიანებისთვის გაუქმებული შეკვეთების მაქსიმალური მაჩვენებელია 1.5%.
ეს ის საშუალო დროა, რომლის განმავლობაშიც კურიერები თქვენს ობიექტზე იცდიდნენ, შეკვეთის მომზადების სავარაუდო დროის ამოწურვის შემდეგ. ჩვენ არ ვითვლით მოცდის იმ დროს, რომელიც კურიერის დროზე ადრე მოსვლით იყო გამოწვეული. პროგრამაში გაწევრიანებისთვის მინიმალური საშუალო დროა 3 წუთი.
ეს არის იმ შეკვეთების წილი, რომლებზეც მომხმარებლებმა მოახდინეს შეტყობინება, არასწორი ან ნაკლული პროდუქტების, ნივთების ან ინგრედიენტების მიზეზით. ეს არ მოიცავს იმ შეტყობინებებს, რომლებსაც თაღლითურად ჩავთვლით. პროგრამაში გაწევრიანებისთვის მაქსიმალური წილია 2.25%.
დიახ, გამჭვირვალობასა და მხარდაჭერას ჩვენი ყველა პარტნიორისთვის უზრუნველვყოფთ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებენ ისინი საუკეთესო შემსრულებლის პროგრამის მოთხოვნებს, თუ — არა. ეწვიეთ Manager Portal-ის შესრულების გვერდს ან დახმარებისა და რჩევების გვერდს, მეტი ინფორმაციის მისაღებად.
საუკეთესო შემსრულებლები ვლინდებიან ყოველთვიურად, გასული თვის მაჩვენებლების საფუძველზე. მაგალითად, თუ აპრილში დააკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს, საუკეთესო შემსრულებლის სტატუსი მაისში მოგენიჭებათ თვის ბოლომდე. ეს ციკლი ყოველთვიურად მეორდება.
ამ ეტაპზე პროგრამა ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პარტნიორი კვების ობიექტებისთვის, რომლებსაც გლოვოს კურიერები ემსახურებათ. სამომავლოდ ვაპირებთ, პროგრამა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.
პროგრესის სანახავად, ეწვიეთ საუკეთესო შემსრულებლის განყოფილებას Manager Portal-ში .