Registration form

“Glovo-ს სწრაფი სერვისი, გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენს ერთგულ მომხმარებელებს მივაწოდოთ გემრიელი კერძები დროის ნებისმიერი მონაკვეთში მათთვის სასურველ ადგილას.”
დაუკავშირდით მეტ მომხმარებელს და გაზარდეთ გაყიდვები, ონლაინური marketplace-ისა და ჩვენი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი გლოვერების ქსელის წყალობით.
შეიტყვეთ მეტი:

მოაგვარეთ თქვენი ბიზნესის ყოველდღიური საქმეები, ჩვენი 24-საათიანი მხარდაჭერის გუნდის, შეკვეთების მართვის პროგრამისა და უსაფრთხო გადახდების სისტემის მეშვეობით.
შეიტყვეთ მეტი:

მიადევნეთ თვალყური საოპერაციო ხარჯებსა და გაყიდვების მაჩვენებლებს ჩვენი ანგარიშების მეშვეობით — ეს დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის ზრდაში.
შეიტყვეთ მეტი:


„ცხადია, მიტანა ჩვენი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მისი მოხერხებულობიდან გამომდინარე, რადგან საშუალებას გვაძლევს, ჩვენი პროდუქტი მეტ მომხმარებელს მივაწოდოთ“.
Glovo ამ ქალაქის ნაწილია, ამიტომაც გვსურს, დავეხმაროთ ადგილობრივ მაღაზიებსა და რესტორნებს, გაზარდონ ონლაინური გაყიდვები.
ჩვენი მისიაა, ადგილობრივ ბიზნესებს გაციფრების პროცესში დავეხმაროთ. ჩვენი ინტეგრირებული გადაწყვეტის გზების მეშვეობით, გვსურს, გავხდეთ თქვენი ბიზნესის პირველი პარტნიორი, ვინაიდან, ადგილობრივი მეწარმეები და ეკონომიკა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

Glovo არის მიტანის ონლაინური პლატფორმა (ვებგვერდი და აპლიკაცია). ის მომხმარებლებს აკავშირებს ბიზნესებთან, რომლებსაც შეთავაზებების თავიანთ დაწესებულებებს მიღმა გაფართოება და ონლაინური გაყიდვა სურთ. ჩვენ უკვე 30 ქვეყანაში ვართ ხელმისაწვდომი და 3,4 მილიონზე მეტი მომხმარებელი გვყავს — Glovo საკვების მიტანის ბაზარზე შეკვეთებისა და აქტიური რესტორნების რაოდენობით პირველ ადგილზეა.
თქვენი ადგილობრივი ბიზნესის ჩვენს აპლიკაციაზე დარეგისტრირება მარტივია. უბრალოდ შეავსეთ ფორმა, რომელიც ჩვენი პარტნიორთა ვებსაიტის დასაწყისშია მოცემული.
თქვენი რესტორანი Glovo-ზე, როგორც წესი, 5 სამუშაო დღეში გააქტიურდება, თუკი ყველა მოთხოვნილ დეტალსა და დოკუმენტს მოგვაწვდით (ამ ყველაფრის განხორციელება ინტერნეტით შეგიძლიათ, სწრაფად და უსაფრთხოდ) და ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ.
ჩვენს პლატფორმაზე წვდომას მიიღებთ და შეკვეთის დადასტურების შემდეგ, გექნებათ დაახლოებით 15 წუთი, სანამ მის ასაღებად გლოვერი მოვა.