Glovo უზრუნველყოფს წამახალისებელ პაკეტებს ბუნებრივი კატასტროფებისა თუ პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად დაზარალებული პარტნიორებისთვის. ასეთი პარტნიორები მიიღებენ დახმარებას, რაც მათ ბიზნესებს შეუწყობს ხელს.

Glovo-ში, ჩვენით დაინტერესებული მხარეების წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ: პარტნიორები, გლოვერები და მომხმარებლები გვიბიძგებენ, წავახალისოთ ეკონომიკური მდგრადობა და ერთობის განცდა.
2023 წელს ვგეგმავთ „მხარდაჭერა კრიზისის შესამსუბუქებლად“ პროგრამის ფორმალიზებასა და გაფართოებას, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს ონლაინურად, თითოეული იმ პარტნიორისთვის, რომელიც შესაბამის პირობებს (მხოლოდ ისინი, ვინც დაზარალდა ბუნებრივი კატასტროფის ან პოლიტიკური კონფლიქტის შედეგად) აკმაყოფილებს. განცხადებებს მთელი წლის განმავლობაში მივიღებთ.
Glovo-ს პარტნიორებს, რომლებიც:
* გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ COVID-19-თან დაკავშირებული ზარალი არ წარმოადგენს დახმარების მიღების საფუძველს. წესებისა და პირობების სანახავად დააწკაპუნეთ აქ

გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის შეტანა შეგიძლიათ გამოცხადებული ბუნებრივი კატასტროფის თუ კონფლიქტის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში!

დაელოდეთ თქვენი სტატუსის დადასტურებას!

დადასტურების შემდეგ მოამზადეთ საჭირო დოკუმენტაცია

მიიღეთ ფინანსური მხარდაჭერა!
„ბუნებრივი კატასტროფა“ განისაზღვრება, როგორც დედამიწის ბუნებრივი პროცესებით განპირობებული უარყოფითი მოვლენა. ასეთი მოვლენები ხდება მაშინ, როდესაც ძლიერი უამინდობა მოკლე დროში ზიანს აყენებს საკუთრებას, ხერგავს ან ანადგურებს გზებს ან შეუძლებელს ხდის მათზე გადაადგილებას, არღვევს კომუნიკაციის სისტემებს, იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას და საფრთხეს უქმნის სიცოცხლის უსაფრთხოებას.
ჩამოთვლილია ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც აკმაყოფილებს Glovo-ს კრიზისის შემსუბუქების დახმარების პირობებს: ამინდთან დაკავშირებული დატბორვა, ზამთრის ქარიშხალი, მეწყერი/ღვარცოფი, ცუნამი, ტორნადო, ქარიშხალი, მიწისძვრა, ტყის ხანძარი, ვულკანის ამოფრქვევა.
„პოლიტიკური კონფლიქტი“ შეიძლება განისაზღვროს, როგორც ვითარება, რომლის მხარეები მკვეთრ უთანხმოებაში არიან, ხოლო მათი ქმედებები ხელს უწყობს თემების დესტაბილიზაციასა და დაუცველობას და, შესაბამისად, უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ჩამოთვლილია პოლიტიკური კონფლიქტის სახეები, რომლებიც აკმაყოფილებს Glovo-ს „მხარდაჭერა კრიზისის შესამსუბუქებლად“ პროგრამის პირობებს: დაბომბვა, თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფებებისგან, საომარი მოქმედებები, რესურსების სიმწირე.
აპლიკაციები განიხილება და შეფასდება მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით:
• დამოუკიდებელ საკუთრებაში მყოფი ბიზნესი
• 50 ან ნაკლები დასაქმებული თანამშრომელი თითო ადგილმდებარეობაზე
• 10 მილიონი ევრო ან ნაკლები შემოსავალი თითო ადგილმდებარეობიდან, ბოლო 12 თვის განმავლობაში
• პარტნიორი დაზარალდა ბუნებრივი კატასტროფის ან პოლიტიკური კონფლიქტის შედეგად
• პარტნიორს შეუძლია ან არ შეუძლია მუშაობის გაგრძელება
• Glovo-ს ბიზნესაქტივები იძლევა პარტნიორის კრიზისული სიტუაციის შემსუბუქების საშუალებას
• დახმარების ცხადი საჭიროება
განაცხადების დადასტურება ხდება რიგითობის პრინციპით. გამგზავნი მიიღებს შეტყობინებას აპლიკაციის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში.
აპლიკაციის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, დამტკიცებული პარტნიორები მიიღებენ ცნობას, რომ ისინი შეირჩნენ დახმარების მიმღებად. ამ ეტაპიდან, წახალისების გადაცემის მიზნით, Glovo-ს გუნდი აქტიურად ითანამშრომლებს პარტნიორთან.
არა. Glovo-ს „მხარდაჭერა კრიზისის შესამსუბუქებლად“ გამიზნულია ისეთი პარტნიორებისთვის, რომლებთაც არ აქვთ დაზღვევა და ესაჭიროებათ დახმარება.
ერთ პირსა და ერთ კომპანიაზე გათვლილია ერთი გრანტი. ნებისმიერი პირის თუ კომპანიის პირველი განაცხადის შემდეგ მიღებული რამდენიმე აპლიკაცია ჩაითვლება ბათილად.