ჩვენი მიზანია, ქალაქში ყველას შევთავაზოთ მარტივი წვდომა სასურველ პროდუქციაზე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მიტანის უფასო მომსახურებას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოებს, რათა თავიანთი რესურსები გაჭირვებულებს მოახმარონ.
დარეგისტრირდით Glovo Access-ზე, რათა უფასოდ მიაწოდოთ საჭირო პროდუქტები მოწყვლად ჯგუფებს.


Glovo Access-ის მეშვეობით, 2.5 მილიონ კერძზე მეტის მიტანა მოხერხდა არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალაქის საკრებულოების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების მიერ.

საკვების ნარჩენების სახით, 1300 ტონაზე მეტი დავზოგეთ და ამით, თავიდან ავიცილეთ 800 ტონაზე მეტი ნახშირბადის ემისიის წარმოქმნა.

Glovo Access-ის დაფინანსებით, 23 ქვეყანაში 205-ზე მეტი პროექტი განვავითარეთ.

უფასო ლოგისტიკური მხარდაჭერის მისაღებად, დარეგისტრირდით Glovo Access-ზე.

ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ, რათა შეამოწმოს, შეგვიძლია თუ არა თქვენ მიერ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციის ან საჯარო ორგანოსთვის ლოგისტიკური მომსახურების მიწოდება.

გაწევრიანების შემდეგ, თქვენი ორგანიზაცია მზადაა, მიიღოს გლოვერები ამანათების მისატანად.
Glovo Access არის Glovo-ს ხელმძღვანელობით შექმნილი სახალხო ინიციატივა, რომლის მიზანია, მიაწოდოს ლოგისტიკური მხარდაჭერა არაკომერციულ ორგანიზაციებსა და საჯარო ორგანოებს, რათა მათ ხელი შეუწყოს სოციალური მიზნის მიღწევაში.
თუკი წარმოადგენთ არაკომერციულ ორგანიზაციას ან საჯარო ორგანოს და გსურთ, თქვენი მიზნებისთვის Glovo-სგან მიიღოთ უფასო ლოგისტიკური მხარდაჭერა, შეავსეთ მითითებული ფორმა და დაგიკავშირდებით.
გეხმარებით, რათა მსოფლიოს დაეხმაროთ!
