ევროპისა და აფრიკის ცხრა ქვეყნის მასშტაბით საკვების, რესტორნისა და საცალო გაყიდვის ინდუსტრიაში მოქმედი 3200-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო გამოვკითხეთ მათი გამოწვევების შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან მომხმარებელთა მუდამ ცვალებად ქცევას და როგორ არის შესაძლებელი, გახდნენ უფრო მეტად მოქნილნი და კონკურენტუნარიანნი, რათა წარმატებას მიაღწიონ მაღალი ინფლაციის, მომხმარებელთა დაბალი დანახარჯებისა და გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკების გათვალისწინებით.
აი, რა აჩვენა კვლევამ.
შენიშვნა: კვლევა 2022 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ცნობილ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩატარდა.
კომპანიების განცხადებით, ჯერ კიდევ ეგუებიან პოსტ-პანდემიურ სიტუაციას და მიმდინარე გარემოში მუშაობა უჭირთ. მცირე და საშუალო საწარმოებს ციფრულ ფორმატში გადასვლა და ახალი მომხმარებლების მოზიდვა უჭირთ. მათ ესმით, რომ მომხმარებლებს პერსონალიზებული მომსახურება სურთ და რომ ციფრულ სამყაროში უწევთ მუშაობა, რაც მცირე და საშუალო საწარმოებისგან დიდი მოლოდინების დაკმაყოფილებას მოითხოვს.
ყველა რეგიონში, კომპანიების 46%-მა პროცენტმა განაცხადა, რომ გადარჩენის რეჟიმში* არიან
*კომპანიების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა თქმითაც გადარჩენის რეჟიმში არიან

მცირე და საშუალო საწარმოები ისწრაფვიან, მოერგონ მომხმარებელთა შეცვლილ ქცევას, გახდნენ მეტად მოქნილნი და გადავიდნენ ციფრულ ფორმატზე. იმისათვის, რომ კონკურენციის მხრივ უპირატესობა მოიპოვონ, ერთადერთი გამოსავალი სხვადასხვა სტრატეგიის ცდაა.
პანდემიის შემდეგ კომპანიები იმედოვნებენ, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Glovo, დაეხმარებათ მათ საჭირო რესურსების მიწოდებაში, რისი საშუალებითაც საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას შეძლებენ. რთულია, გაიმარჯვო დატვირთულ ბაზარზე, რომელიც კონკურენტუნარიანობასა და მომხმარებლების მოზიდვას მოითხოვს. კომპანიები, როგორც წესი, გამოხატავენ ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილს და ციფრულ სამყაროში წარმატების მიღწევაში მათ დახმარებას ფასეულად თვლიან.
მოპასუხეთა 46% ხედავს პოტენციალს, რომ ტექნოლოგიური პარტნიორი მათ ბიზნესს ინოვაციების დანერგვასა და გაფართოებაში* დაეხმარება
*კომპანიების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც კითხვაზე, თუ რა დაეხმარება მათ ბიზნესს, შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და რელევანტურობა, პასუხობს: „ტექნოლოგიურ პარტნიორს/პლატფორმას შეუძლია ჩემს ბიზნესს ინოვაციების დანერგვასა და გაფართოებაში დაეხმაროს“
მაშინ, როდესაც მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებული და ციფრული გამოცდილება სურთ, ეკონომიკა ახალი რეალობის წინაშე დგას. მომხმარებლებს არ სურთ, უცადონ მათი პროდუქტების მიტანას და ადგილობრივი ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია.
ტექნოლოგიურ პარტნიორებს შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს მარკეტინგსა და გაზრდაში დაეხმარონ, თუმცა, Glovo-ს მსგავს პლატფორმებს, რომლებიც პარტნიორებს, კურიერებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს, შეუძლია ბიზნესის ლოგისტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
ახალი მომხმარებლების მოზიდვა მცირე და საშუალო საწარმოების 34%-სთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა*
*კომპანიების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა თქმითაც ახალი მომხმარებლების მოზიდვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა
Study download form