აპლიკაციის მეშვეობით, გახადეთ თქვენი პროდუქტი ხილული და გაზარდეთ შეკვეთები.
გამოჩნდით Glovo-ს აპლიკაციის წინა პოზიციებზე და მოიზიდეთ მეტი მომხმარებელი.

ხელმისაწვდომი გზა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად
თქვენი ობიექტი გახდება უფრო ხილვადი დაფარვის ზონაში. ჩვენი ტექნოლოგია მოძებნის ყველაზე გონივრულ გზას, რათა განათავსოს თქვენი რეკლამა და მაქსიმალურად გაზარდოს თქვენი შეკვეთები.
გახდით Glovo-ს პარტნიორი და დაუყოვნებლივ დაიწყეთ თქვენი ბიზნესის რეკლამირება!

აირჩიეთ თქვენი ბიუჯეტი და რეკლამების ხანგრძლივობა, სხვა დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.
ჩვენი პროგრამა მოძებნის თქვენი რეკლამის ყველაზე ხელსაყრელ პოზიციონირებას აპლიკაციაში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თქვენი შეკვეთები. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თანხა მხოლოდ რეკლამებზე მიღებული დაწკაპუნებისთვის გადაიხადოთ.

მოითხოვეთ რეპორტები, რათა იხილოთ, თუ როგორ მიდის თქვენი კამპანია და რამდენად მომგებიანია იგი. საჭიროების მიხედვით გადაწყვიტეთ, შეაჩეროთ თუ გაახანგრძლივოთ რეკლამა.

როდესაც მომხმარებლები ეძებენ იმ ტიპის პროდუქტს ან კერძს, რომელსაც სთავაზობთ, თქვენი ობიექტი ძიების შედეგების სათავეში გამოჩნდება

თქვენი ობიექტი Glovo-ს აპლიკაციის მთავარ გვერდზე. ეს არის გვერდი, რომელსაც ყველაზე მეტი ნახვა აქვს!

შექმენით პრომოკოდები თქვენი მომხმარებლებისთვის Glovo-ს აპლიკაციაში გამოსაყენებლად.

მიიღეთ ექსკლუზიური ადგილი Glovo-ს აპლიკაციის კედელზე ან თქვენი ობიექტის კატეგორიაში.

რეკლამის ტიპიდან გამომდინარე, ის შესაძლოა გამოჩნდეს Glovo-ს აპლიკაციის მთავარ გვერდზე ან ძიების შედეგების სათავეში. ეს ნიშნავს, რომ პოტენციური მომხმარებლების მიერ Glovo-ზე არსებული ვარიანტების დათვალიერებისას თქვენი ბიზნესი სხვა ბიზნესებზე წინ გამოჩნდება. მეტი ფუნქციები და რეკლამის პოზიციონირება მალე გახდება ხელმისაწვდომი!
თანხას მხოლოდ რეკლამაზე დადასტურებული დაწკაპუნებისთვის იხდით. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტი გათვლილია რეალურად დაინტერესებულ მომხმარებლებზე და არა ჩვეულებრივ დამთვალიერებლებზე.
სარეკლამო კამპანიის შეჩერება ან მისი წარმადობის რეპორტის მოთხოვნა შეგიძლიათ ექაუნთ მენეჯერთან დაკავშირებით.
როდესაც კამპანიის სამიზნე ჯგუფს აირჩევთ, თქვენს დაფარვის ზონაში მყოფი მომხმარებლები თქვენს რეკლამას მათი ძიების შესაფერისობისა და სხვა ბიზნესებთან შედარებით თქვენი საფასურის შესაბამისად იხილავენ.