მადრიდი | 2022 წლის 15 მარტი
Glovo-მ შეისყიდა Kitch და გააძლიერა რესტორნების მომსახურება
Kitch-ის ტექნოლოგია რესტორნებს საშუალებას აძლევს, დანერგონ საკუთარი გაყიდვების არხი და გააერთიანონ და მართონ სხვა პლატფორმებიდან და არხებიდან მიღებული შეკვეთები.
გარიგების თანახმად, Kitch განაგრძობს დამოუკიდებლად მუშაობას და, შესაბამისად, კომპანია აგრძელებს ყველა სახის რესტორნების მომსახურებების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას — ძირითადი აქცენტით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე (მსს).





